მე-5 საარტილერიო ბრიგადას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი - "ერთი დღე ჯარში“ გრძელდება. ვაზიანში მდებარე მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ამჯერად, თბილისისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებს უმასპინძლა. ბაზაზე იმყოფებოდნენ
თბილისის 29-ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მოსწავლეები, რომელთა სასკოლო პროგრამაშია საგანი "სამხედრო საქმე“. დანარჩენმა სკოლებმა კი, სამხედრო ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს.
ჯარისკაცების მხრიდან ინსტრუქტაჟის ჩატარებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, მოზარდებმა და პედაგოგებმა ტერიტორიის დათვალიერება გმირთა მემორიალით დაიწყეს, რომელიც გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება, ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და დასასრულს, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებისა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტი „ერთი დღე ჯარში“, რომელიც ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წარმატებით მიმდინარეობს.
თაგები:
ერთი დღე ჯარში

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს