მე-5 საარტილერო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის” ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა.
საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს.
საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.
თაგები:
წვრთნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს