
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში წერს და ამაში საზოგადოება მალე დარწმუნდება.
მისივე ინფორმაციით, გადადგომის შემდეგ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი რომელ ძალაზე წერს, მაგრამ თქვენ რაზეც მიანიშნებთ, ჩვენ ის ძალა არ ვართ. ამაში ჩვენი ამომრჩეველი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ რაიმე მსგავსი კავშირები არ არსებობს. ამას აჩვენებს დრო და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, ჩვენი პროგრამა, ხედვები, შემდგომ გატარებული ნაბიჯები, ღონისძიებები, პროექტები, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მომართული იქნება საზოგადოების ინტერესებზე და არ იქნება კონკრეტულ მიზნებზე მორგებული.
ვინც დაგვაფინანსებს, ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ამას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს და საჯარო იქნება ინფორმაცია. შეგვიძლია, მერე ერთად განვიხილოთ ჩვენი დამფინანსებლები", – განაცხადა ხოჯევანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს