Logo

“მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდება, თუმცა არც ეს არის იოლი საკითხი”

Frontnews image description

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებით, გაყალბებული არჩევნების შედეგად, პარლამენტი დროებით შეინარჩუნა.

"ურთულესი იქნება ამ დოკუმენტის შესრულების პროცესი, რომელსაც ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. ეს გამოჩნდა, როცა ამნისტიასთან დაკავშირებით უკვე ორი განსხვავებული კანონპროექტი გვაქვს. წინ არის კიდევ მეტი სირთულე. ყველაზე მეტი სირთულე იქნება, როგორც კი გადავა პარლამენტი მართლმსაჯულების საკითხზე და დაიწყება სასამართლოსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების განხილვა. ეს იქნება რუბიკონი, რომელსაც ვერ გადალახავს ვერც ერთი მხარე, სირთულე, რომელსაც ვერ დაძლევს პარლამენტი. სამწუხაროდ, ეს არის ჩემი პროგნოზი", – აცხადებს ბესელია. 

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას შესგვთავაზებს ახალ პროექტს,  რომელმაც უნდა დააზღვიოს სისტემური პრობლემა, მოსამართლეები, რომლებიც თავისუფალი იქნებიან პოლიტიკური გავლენებისგან.

"მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდება, თუმცა არც ეს არ არის იოლი საკითხი. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე დაირღვა ხელშეკრულების ის პუნქტი, სადაც ეწერა, რომ ერთ კვირაში ეს ორი საკითხი, უნდა დასრულებულიყო. თუმცა მექანიზმი, როგორ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, არ არის საბოლოოდ შეთანხმებული. რა აზღვევს? ამას აზღვევს დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება, რაც ჩვენ არა გვაქვს და რისთვისაც ვიბრძვით ამდენი წელია, რისთვისაც, ცოტა უფრო შორს უნდა გავიხედოთ. მე ალბათ, მექნება შესაძლებლობა, უახლესს პერიოდში გაგიზიაროთ ჩემი ახალი პროექტი, რომელზედაც ვმუშაობ და რომელმაც უნდა დააზღვიოს ეს სისტემური პრობლემა მომავალში, თორემ ასე ცალკეული საკითხებით ეს არ მოგვარდება. ამას აზღვევს ახალი სასამართლო, სადაც იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნებიან", – განაცხადა ბესელიამ "ტვ პირველთან".

თაგები:

Advertisement