Logo

“მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ, ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი”

Frontnews image description

გოგი წულაიას მეუღლე აცხადებს, რომ მას გოგი წულაია, როგორც მოძალადე და ბოროტი ვერ წარმოუდგენია, სჯერა მისი და არასწორ საქციელად მიიჩნევს, როცა პოლიტიკოსს ემოციური გამოსვლებისთვის მთელ სახელმწიფოებრივ მანქანას უპირისპირებენ. 

"მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ. ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი. ის არის კეთილი და შინაგანად პატიოსანი ადამიანი. ის რაც მოხდა, ეს არის ჩვენი გასარჩევი. ნაწილობრივ შვილებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, არამოსაწონ საქმეში რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ ვდგავარ როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც დედა და მეუღლე. არის შემთხვევები, როცა მეც არ მომწონს მისი ემოციური გამოსვლა, მაგრამ ამისთვის დასაჯო ადამიანი და მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა დაუპირისპირო, არ მიმაჩნია სწორად", – განაცხადა წულაიას მეუღლემ "ტვ პირველთან".

გოგი წულაიას პროკურატურამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები