Logo

“მე მოვთხოვე მას, რომ დაამტკიცოს ის, რაც თქვა, შემდეგ ასე მითხრა: მტყუანსო?”

საზოგადოება
1491
Frontnews image description

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო. 

ამჯერად კონფლიქტის კერა ბალდას მამათა მონასტერი აღმოჩნდა. დაპირისპირების მიზეზი კი ის ბრალდება გახდა, რომელიც მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრეს მისამართით გააჟღერა, თითქოს მას გერმანიაში უკანონო შვილი ჰყავს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მეუფე სტეფანეს ტერიტორიის დატოვება მოუწია. 

"ეპისკოპოსი როცა სიტყვას ამბობს, მისი სიტყვა უნდა დარჩეს ბოლომდე ისეთი, როგორიც არის. ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვცხოვრობ, რასაც ვამბობ ის ბოლომდე ისე რჩება, რაც ჩემი პირიდან გამოდის. მე მოვთხოვე მას, რომ დაამტკიცოს ის, რაც თქვა, შემდეგ ასე მითხრა: მტყუანსო?. 

ჩვენ წირვას არ დავესწარით და თანამსახურებაზე არ მივიღეთ მონაწილეობა. გვინდოდა მისთვის კითხვები დაგვესვა, ის გულისტკივილი რაც ჩვენ გვაქვს, მიგვეტანა მასთან. ეს გულისტკივილი შედგებოდა იმისგან, რომ მან პარტიული ნიშნით განასხვავა ამ მონასტრის მრევლი და იგივე გაიმეორა, თქვა: რატომ იყავით "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ნიშნით მოსულიო. ძალიან ცუდათ აზროვნებს ეს ადამიანი და ასე არ უნდა იყოს, რამეთუ ჩვენ ყველა დედაეკლესიის შვილი ვართ და პარტიული ნიშნით განყოფა არ უნდა იყოს", – განაცხადა მამა ათინოგენმა.

მეუფე სტეფანეს სასულიერო პირების ერთი ნაწილი უპირისპირდება და განყენებული, მეუფე პეტრეს დაბრუნებას ითხოვს.

თაგები:

Advertisement