
ავტორი
Front News საქართველო
ღარიბაშვილის ადგილზე, მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. რომ არა ჩემი მხრიდან უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერი იქნებოდა გახარია, ხოლო ღარიბაშვილი- იქ, სადაც იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
„ღარიბაშვილი 24 საათი რომ საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩემზე, აქაც ჩანს, რომ მას მშვიდი ძილის შესაძლებლობა არ აქვს. ღარიბაშვილის ადგილზე, მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. რომ არა მე და უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერი იქნებოდა გახარია, ხოლო ღარიბაშვილი- იქ, სადაც იყო. ამიტომ ღარიბაშვილს მართებს მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. მის პოლიტიკურ განცხადებებს არ აღვიქვამ, რომ ის კეთდება პოლიტიკოსის მიერ, არა თუ პრემიერ-მინისტრის. მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად. ისევ მე მეგობრებთან ერთად, შევუწყობთ ხელს, რომ ის აღარ იყოს ნომინალურად მაინც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს