“მე წავართვი ნაწილ ოპოზიციას დასავლურობის თემა, რაც არ უნდა იძახონ, პრორუსულია და მოღალატე, მე გავიზარდე ევროპელად”


ავტორი
Front News საქართველო
რაც არ უნდა იძახონ, პრორუსულია და მოღალატე, მე გავიზარდე ევროპელად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, "იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
"მე წავართვი ნაწილ ოპოზიციას დასავლურობის თემა, რომელიც დიდხანს იყო ერთგვარი მონოპოლია ამ პოზიციის თუ ოპოზიციის იმ დროს და ყველა სხვა იყო ან პრორუსული ან მოღალატე, ეს დღემდეც გრძელდება. თუმცა ესეც სცადეს, რომ თურმე მე ვიყავი რუსეთის აგენტი, მაგრამ ჩემზე ეს ვერ მოქმედებს, რაც არ უნდა იძახონ, პრორუსულია და მოღალატე, მე გავიზარდე ევროპელად და ის ხაზი და ის ბმა, ამ ქვეყნის ევროპასთან, რომელსაც ვერაფერს ვერ უკეთებენ და ამით დაკარგეს ეს მონოპოლია, ძალიან კარგად ჩანს უცხოეთში ჩემი ვიზიტების დროს, იმ ხალხის კონტაქტებშიც, რომელიც ჩამოდის და რომელიც გვეხმარება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, წყენას ძალიან მარტივად ივიწყებს.
"ჩემი ხასიათის ყველაზე დადებითი თვისება მე მგონი ის არის, რომ წყენას ვივიწყებ ტოტალურად. ის კი არა, რომ არ მწყინს, ძალიან ბევრი რამე მწყინს, მახსოვს ზოგადად რომ ვიღაცამ მაწყენინა, მეგობრებზე ვლაპარაკობ ახლა და არა პოლიტიკაზე, როგორც ჩანს, ჩემი მეხსიერება თავს იცავს ზედმეტი დატვირთვისგან.
მუდმივად ხდება ჩემზე მედიაშეტევა, ეს არის მუდმივი ფენომერი, რომელსაც მივეჩვიე, მაქვს ჩემი დამცველი მექანიზმები, ვთვლი, რომ ძალიან ცუდია იმ კუთხით, რომ ეს არის არა პირადად ჩემზე თავდასხმა, არამედ რეალურად არის პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს