ტრამპი - მე უკრაინასთან ვარ, მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების, ეს არის ის, რაც სინამდვილეში მინდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თუმცა მისი მთავარი მიზანი სისხლის ღვრის შეჩერებაა, - ამის შესახებ მან თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა უკრაინის მხარდაჭერას.
"დიახ, მე უკრაინასთან ვარ. ჩვენ ახლახან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას იშვიათ ლითონებზე უკრაინასთან. და ჩვენ ეს გვინდა. იცით, მე მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების. ეს არის ის, რაც სინამდვილეში მინდა“, - უპასუხა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ არასდროს უნდა დაწყებულიყო.
ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, შეერთებულმა შტატებმა, თითქოს 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროპამ კი - 100 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის დახმარებაზე, თუმცა "საქმე ფულშიც კი არ არის“.
"ფული მცირე ნაწილია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი სიკვდილია, განადგურება. ჩვენ მთელი კულტურა დაკარგეთ“, - აღნიშნა მან.
ტრამპის თქმით, უკრაინას ჰქონდა „მსოფლიოში ულამაზესი პატარა კოშკები“. ახლა კი ისინი „ყველა ნაწილებად არის აფეთქებული“. ის, სავარაუდოდ, უკრაინული ეკლესიების გუმბათებს გულისხმობდა.
"მათ ქვეყანას კულტურა წაართვეს. მათ ქვეყანას მემკვიდრეობა წაართვეს. ეს საშინელებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისევ და ისევ, სიკვდილია. კვირაში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ორი ბავშვივით არიან, რომლებსაც გაშველებამდე ჩხუბის უფლება უნდა მიეცეთ.
"ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, სანქციები შეიძლება შეეხოს, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს, თუ შეხედავს, რომ კონფლიქტი არ ქრება.
"ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია გაჩერდე და მისცე უფლება ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო. სატელეფონო საუბრისას პუტინს ვუთხარი, პრეზიდენტო, შესაძლოა, მოგიწიოთ ომის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, ვიდრე მათ გააშველებთ, ვიდრე გაშველება შესაძლებელი გახდება. გარკვეული ფორმით დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან დაარტყა და იმათაც ძალიან ძლიერად დაარტყეს, ღრმად შეაღწიეს რუსეთში. პუტინმა ძალიან ნათლად მითხრა, აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. მე ვუთხარი, რომ ეს არ მომწონს ეს. ვუთხარი: „არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს“. თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიძულვილია რუსეთსა და უკრაინას შორის. მე შევაჩერე ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და სურვილი მაქვს, რომ იგივე გავაკეთო რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება, ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს, თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა