“მე ვარ მსხვერპლი მრავალი ცილისწამებისა, რომ ვარ რუსეთის აგენტი”


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ის მრავალი ცილისწამების მსხვერპლია. ვასაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში დონალდ ტრამპსა და ამერიკელებს უჭერს მხარს.
"მე ვარ მსხვერპლი მრავალი ცილისწამებისა, რომ ვარ რუსეთის აგენტი, კრემლის აგენტი და რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ ეს კლიშე შეკვეთაა და ვერასდროს ვერ შეიცვლება. მწამებენ სულ ტყუილად ცილს ანტიდასავლელობაში ან ანტიამერიკელობაში ან ანტიევროპელობაში. აქვე ვიტყვი, რომ ესეც სრული სიცრუეა, მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა და იმ 80 მილიონი ამერიკელისა, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკა ისევ ძლიერი უნდა გახდეს", – აცხადებს ვასაძე.
ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და დღეს, 6 მაისს, პარტია სახელად "ერი" დააარსა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს