“მე ვარ მზად ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა”


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, ოპოზიციასთან შეხვედრას დაესწროს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
"მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას. რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა უკვე დავადასტურო საჯაროდ, რომ მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მე მინდა ჩვენი მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შარლ მიშელი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს გაიმართოს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს