“მე ვიცნობ ამ ადამიანს და ძალიან გული მწყდება, რომ ყოველი დღე უკან და უკან სვლას ვხედავ”

ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს.
"არჩევნები რა თქმა უნდა გაყალბდა, იმიტომ რომ უამრავი ოქმია, სადაც ბალანსი უბრალოდ არ ჯდება და პირდაპირ არის მინიშნება, მტკიცება ე.წ სომხურ კარუსელზე და რაც ყველაზე მთავარია, იმ მცირე რაოდენობის ოლქებშიც კი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და გახსნა, აღმოჩნდა უამრავი დარღვევა და ამის შემდეგ დაკეტეს სწორედ დანარჩენი უბნების გახსნის პროცესი.
კახა კუჭავა სამწუხაროდ, ცრუობს. მე ვიცნობ ამ ადამიანს და ძალიან გული მწყდება, რომ ყოველი დღე უკან და უკან სვლას ვხედავ. ოპოზიცია არ ამბობს, რომ ვერ დაამტკიცებს", – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მათ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს.
თაგები:





