
ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნიკა მელიას თავდებში ევროდეპუტატები ჩაუდგნენ.
ჯაფარიძის თქმით, ინიციატივამ ევროპარლამენტში მხარდაჭერა დაიმსახურა.
"მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ სამი ევროპარლამენტარი დაემატება ამ ჯგუფს, რომელშიც უკვე არის კუბილიუსი, რიჰო ტერასმაც გამოთქვა მზადყოფნა, დაველოდოთ საბოლოო სიას.
ეს იყო ჩვენი შეთავაზება, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, "ლელო საქართველოსთვის", რომ დავეხმაროთ ვითარების დეესკალაციაში ჩვენს ქვეყანას და ამავდროულად, გვესმის ის ჩიხური მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს ინიციატივა გავუზიარეთ ჩვენს მეგობრებს ევროპარლამენტში და ამ ინიციატივამ ჰპოვა მხარდაჭერა.
ეს გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურას, რაც გულისხმობს თავდებობას. მგონია, რომ ასეთი მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან და ნიკა მელიამ სწრაფად დატოვოს საპატიმრო“, – განაცხადა ჯაფარიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს