მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ასევე, მოუსმენენ პრეზიდენტს და შესაძლებელი იქნება, ინტერპელაციის ფორმატიც გაიმართოს.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დახურა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავდა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.
თაგები:
