მედია – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის სანაპიროებზე მეორე ავიამზიდი გაგზავნა

ავტორი
Front News საქართველო
შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში USS Eisenhower-ის მეთაურობით მეორე ავიაგადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა, რათა შეაჩეროს ირანი და ჰეზბოლა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ჩარევისგან, – ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა და ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ USS Eisenhower მალე შეუერთდება ისრაელის სანაპიროებზე USS Gerald R Ford-ის დამრტყმელ ჯგუფს.
“მე ვუბრძანე USS Dwight D. Eisenhower-ის ჯგუფს გადაადგილება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი ისრაელის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეკავების ან ამ ომის გაფართოების ნებისმიერი მცდელობისა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
თაგები:
ისრაელი




