მედია – ისრაელი ამზადებს “სერიოზულ პასუხს” ირანის უპრეცედენტო თავდასხმაზე


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელი გეგმავს “სერიოზულ პასუხს” ირანიდან დრონების უპრეცედენტო გაშვებაზე, – ამის შესახებ Times of Israel და Haaretz წერენ.
გამოცემები ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
“ირანის თავდასხმაზე პასუხი მოსალოდნელია“, – წერს Haaretz.
ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი და რაკეტა იქნება გაშვებული ერაყიდან, სირიიდან, სამხრეთ ლიბანიდან და იემენიდან, მაგრამ უმეტესი ნაწილი ირანიდან.
ისრაელის დაზვერვამ აღმოაჩინა ათობით დრონის და ფრთოსანი რაკეტის გაშვება ირანიდან და ერაყიდან.
მედიის ინფორმაციით, დრონების ნაწილი აშშ-მა ბრიტანეთის მხარდაჭერით, ისრაელის მიმართულებით მიმავალი ირანული დრონების ნაწილი ჩამოაგდო.
ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა.
იმავდროულად, ირანის დელეგაციამ გაეროში განაცხადა, რომ თეირანი აპირებს შემოიფარგლოს ისრაელის ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული დარტყმებით, მაგრამ საჰაერო თავდასხმების გაგრძელება ასევე შესაძლებელია.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს