მედია – ისრაელმა ლიბანის სამხრეთით ოპერაცია დაიწყო, ლიბანის არმია პოზიციებიდან უკან იხევს


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელმა ლიბანის სამხრეთით ოპერაცია დაიწყო, ლიბანის არმია, სავარაუდოდ, უკან იხევს პოზიციებიდან, რომლებიც მდებარეობს ისრაელის საზღვარზე, – ინფორმაციას Reuters და CNN ავრცელებენ.
Reuters წერს, რომ ლიბანის არმიის უკან დახევის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა და უსაფრთხოების უწყებების წყაროები ავრცელებენ.
ლიბანის არმიის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
ამასთან, გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ უკან დახევის შემდეგ ლიბანის ჯარები საზღვრიდან სულ მცირე ხუთ კილომეტრში იმყოფებოდნენ.
CNN უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლიბანის არმიამ ისრაელთან საზღვარზე სადამკვირვებლო პუნქტების ევაკუაცია მოახდინა და ჯარისკაცები სასაზღვრო სოფლებში ყაზარმებში გადაიყვანა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე სამი ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამ ზონაში, რაც მედიის ცნობით, ზრდის მოლოდინს ლიბანში სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით.
CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი გახდება.
ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელმა გააფრთხილა შეერთებული შტატები ლიბანში “შეზღუდული სახმელეთო ოპერაციის“ შესახებ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს