
ავტორი
Front News საქართველო
მედია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ამის შესახებ მედიამენეჯერებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმი ამოიწურა და ისინი პარლამენტში არ შეუშვეს.
მედიამენეჯერები სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც აპირებენ.
“ვიკრიბებით 6 საათზე ჩვენი უფლებების დასაცავად. ამ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, რა ძალა აქვს მედიას. ჯერ კიდევ არ იცის, რამდენად ერთიანი და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია მედია და მგონია, რომ ძალიან მალე მათ მოუწევთ მიიღონ პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პირველ რიგში, გადადგეს მოძალადე პრემიერი, რომელმაც დღეს გაბედა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაგვადანაშაულა ჩვენ” – აცხადებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
მედიის წარმომადგენლები მოქალაქეებს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე ელოდებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს