Logo

მედიაკოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება

საზოგადოება
607
Frontnews image description

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა", – აღნიშნულია განცხადებაში. 

"ფორმულას" ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. შემთხვევა გუშინ. 8 აპრილს მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ "ფორმულას". კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე "ფორმულას" საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  

თაგები:

Advertisement