მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022” დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა.
სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
“ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.
თაგები:
ღირსეული პასუხი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს