მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022“ პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა


ავტორი
Front News საქართველო
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ აქტიურად მიმდინარეობს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სიმულაციურ მედიაცენტრში მთელი დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და „დელტას“ მიერ წარმოებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით საველე გასვლები ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით „MAN“.
სცენარის თანახმად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარის ზურგშიც მოყვა. მათ ევაკუაციაში თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული იროკეზის ტიპის ვერტმფრენი UH-1 ჩაერთო და მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე უზრუნველყო.
მედიის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება – დილის ვარჯიში, კვება „ჯარის კაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”.
“ღირსეული პასუხი 2022“ II ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება.
თაგები:
სწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს