Logo

“მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა”

Frontnews image description

მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც კრისტიან დანიელსონმა თქვა, არცერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას რასაც ითხოვდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, ამ მოლაპარაკების რაუნდების პროცესში რომელი მხარე რაზე იყო წამსვლელი, სად იყო კომპრომისის შესაძლებლობა და სად არა, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა; ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესები. ეს იყო ბატონი დანიელსონის განცხადებაში ყველა ჯერზე, როდესაც ის ბრიფინგებს ატარებდა. ამიტომ მე ვიმედოვნებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგში ამ მოლაპარაკებების აყვანა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, თითოეული განცხადება, რაც გვესმის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების განწყობა და მოლოდინი. დღეს უკვე მე შემიძლია, ვთქვა ჩემი განცდა და დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, შეძლებენ შეთანხმებას, შეძლებენ ერთობლივად მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ გადავიტანოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა, შესაძლებლობები, შრომა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.

მე შემიძლია, ჩემი პარტიის სახელით ვთქვა. თუმცა, ვიცი ჩემი კოლეგების განწყობაც, ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ ულტიმატუმებს ამ ეტაპზე. ეს ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს. რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, თქვენ იცით, რომ ერთობლივ განცხადებას მხოლოდ იმიტომაც შევუერთდით, რომ იქ წინაპირობებზე იყოს საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ, ვთქვათ კი ან არა, როდესაც ვნახავთ პირობებს. თუმცა, ისევ და ისევ ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ინტერესების წინ დაყენების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, დავაახლოვოთ პოზიციები მედიატორის დახმარებით და შევთანხმდეთ, იმისთვის, რომ ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები