Logo

მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურებულია

მსოფლიო
171
Frontnews image description

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა, - ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, Airbus-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოში კომპლექსის ის დანგრეული შენობებია ასახული, რომლებიც, როგორც წესი, ხამენეის რეზიდენციას და მაღალი თანამდებობების პირების მასპინძლობისთვის მთავარ ადგილს წარმოადგენს.

მანამდე "როიტერმა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს ირანში არ იმყოფებოდა.

ამავდროულად, ისრაელის მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აიათოლა ხამენეი სავარაუდოდ, მოკლულია. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები