მედიის ინფორმაციით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ავტორი
Front News საქართველო
თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანმა ამერიკულ სამიზნეებზე დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა.
Sky News-ის ცნობით, კატარმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმის შედეგად მსხვერპლი არ არის.
თაგები:
ირანი




