მედიის ინფორმაციით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხვალ წარადგენს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს რუსეთში ყველა ინვესტიციის აკრძალვას, გაიზრდება სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე.
“უკვე დავადასტურეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბუჩადან გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დანაშაულის დამატებით მტკიცებულებებს აჩენს და როგორც პრეზიდენტმა თქვა, ვიმუშავებთ მსოფლიოსთან ერთად იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო სანქციებია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამომავლო სანქციებზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს