მედიის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს

ავტორი
Front News საქართველო
The Times-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე თავდასხმის მცდელობა მინიმუმ სამჯერ იყო.
მედიის ცნობით, უკრაინელი ლიდერის ლიკვიდაციის მიზნით ორი დაჯგუფება იყო გაგზავნილი – „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები და ჩეჩნური სპეცრაზმი.
როგორც გამოცემა წერს, ყოველ ჯერზე მკვლელობის მცდელობები აღკვეთილი იყო რუსეთის „ფეესბეს“ თანამშრომლების წყალობით, რომელიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.
“ვაგნერის“ დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, ასევე განადგურებული იქნა ჩეჩნური ჯგუფი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




