მედიის ინფორმაციით, “გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა

ავტორი
Front News საქართველო
კომპანია “გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 61 წლის ალექსანდრ ტიულიაკოვის ცხედარი სამართალდამცველებმა ლენინგრადის ოლქის ელიტურ დასახლებაში – ლენინსკოიეს ერთ-ერთ ავტოფარეხში ნახეს.
მედიის ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო და სიკვდილის წინ წერილი დატოვა.
თაგები:





