Logo

მედიის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო
481
Frontnews image description

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.  ინფორმაციას გერმანული მედია Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც მედია წერს, გადადგომის ინიციატივა მისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან. 

 

Bild-ის ინფორმაციით, ლამბრეხტის გადადგომის ზუსტი დროისა და მისი შემცვლელის ვინაობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

 

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს და მას ჭორს უწოდებს, თავად ლამბრეხტს კი ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

თაგები:

გერმანია
Advertisement