მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აშშ-ში რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტს დღეს აკრძალავს
მსოფლიო
08.03.2022 / 18:28


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, დღეს რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ენერგორესურსების წინააღმდეგ ზომებს მისი ევროპელი მოკავშირეების გარეშე მიიღებს, ვინაიდან ევროპაში არსებობს უთანხმოება რუსეთი ენერგორესურსებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული, ვიდრე ამერიკა.
თაგები:
ჯო ბაიდენი