მედიის ინფორმაციით, ნეპალში ავიაკატასტროფის ადგილზე გადარჩენილები იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ნეპალში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ადამიანები იპოვეს, მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია 29 ადამიანის გარდაცვალება.
უცხოურმა მედიამ თავდაპირველად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
Yeti Airlines-ის ATR 72 თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ კატმანდუდან პოხარაში მიემგზავრებოდა, ნეპალში ჩამოვარდა. ბორტზე 72 ადამიანი, 15 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და პილოტმა იგი ხეობის მიმართულებით, დასახლებული პუნქტიდან შორს წაიყვანა.
თაგები:
ნეპალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს