მედიის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
პოლონური მედიის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 65 კმ-ში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის პიოტრ მიულერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
მისივე თქმით, განცხადებები გაკეთდება სხომის დასრულების შემდეგ და მოუწოდა ყველას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ლუბელსკის აეროდრომიდან მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ. არმია და პროკურატურა იმ ფერმაში მივიდნენ, სადაც რაკეტები ჩამოვარდა.
ნატოს მე-5 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყანა გახდება შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი, ალიანსის ყველა სხვა წევრი, გამონაკლისის გარეშე, იღებს ყველა ზომას, რაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ ალიანსის იმ წევრის დასახმარებლად, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა.
თაგები:
პოლონეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს