მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
მედიის ინფორმაციით, “ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.
მედია ასევე წერს, რომ “ვაგნერი” პრიგოჟინის და უტკინის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავის Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სიაში იყვნენ თავად ევგენი პრიგოჟინი, ასევე “ვაგნერის” მეთაური და პრიგოჟინის “მარჯვენა ხელი” დიმიტრი უტკინი.
ავიაკატასტროფის ადგილზე ამ დროისთვის ნაპოვნია 8 ცხედარი, მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზი იქნება საჭირო, რადგან თითქმის ყველა დამწვარია.
“გარდა ამისა, ერთ გარდაცვლილს თავი არ აქვს, მეორეს სახე აქვს სასტიკად დაზიანებული”, – წერენ ჟურნალისტები.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს