მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი მოკლეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი დენის კირეევი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი.
კირეევი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის დროს მოკლეს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა.
ის საბანკო სექტორის ექსპერტი იყო. დენის კირეევი ასევე იყო „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ).
თაგები:
უკრაინა




