მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამერიკულ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, კიევში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ცოლები და შვილები 5 იანვარს მოსკოვში გაემგზავრნენ. რუსი დიპლომატების 30-მდე ოჯახის წევრმა კიევი და ლვოვის ასევე შემდგომ დღეებში დატოვა. რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის მზადყოფნა ურჩიეს.
აშშ-ის ოფიციალური პირები მედიასაშუალებასთან აღნიშნავენ, რომ ევაკუაციის მზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პენტაგონისა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა