მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში მიემგზავრება


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟორნე სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება, – ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
მინისტრთან დაახლოებული გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ მინისტრი “კიევისკენ მიემართება”, სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საფრანგეთის უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.
თავდაპირველად უკრაინაში ვიზიტი ყოფილ მინისტრ კეტრინ კოლონასთან ერთად იყო დაგეგმილი, მაგრამ ამავდროულად მთავრობაში ცვლილებები მოხდა და მის ნაცვლად სტეფან სეჟორნე დაინიშნა.
8 იანვარს ელიზაბეტ ბორნმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
მეორე დღესვე მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 34 წლის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი დანიშნა.
ის უკვე მთავრობის მეოთხე ხელმძღვანელი 2017 წლიდან მაკრონის პრეზიდენტობის დროს.
საფრანგეთში ახალი მთავრობა 11 იანვარს დაინიშნა.
თაგები:
საფრანგეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს