მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ხვალ ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ავტორი
Front News საქართველო
9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონს შეხვდება, – ინფორმაციას CNN იტალიის მთავრობის მეთაურის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, მელონი ბრიუსელს ევროსაბჭოს სხდომაზე დასასწრებად ეწვევა და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ზელენსკისთან.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ხვალ კი შესაძლოა, ბრიუსელს ევროკავშირის ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვიოს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




