მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ საჭიროების შემთხვევაში კიევიდან ევაკუაციაზე აშშ-ის მთავრობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
“ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის მთავრობა მზად არის, ტყვედ ჩავარდნის ან ლიკვიდაციის თავიდან აცილების მიზნით, ზელენსკის კიევის დატოვებაში დაეხმაროს, თუმცა მან ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.
25 თებერვალს ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერმა ის ნომერ პირველ სამიზნედ დაასახელა, მისი ოჯახი კი, მეორე სამიზნედ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




