“მედიის პასუხისმგებლობაზე აქცენტის გამახვილება, რა თქმა უნდა, არასწორია”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მედიასთან მიმართებაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"საზოგადოების დამშვიდებასთან მიმართებით გაუგებარია ეს სიტყვები, იმიტომ რომ საზოგადოებას მედიამ უნდა მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელსაც აწვდის. მედია არ ქმნის ამ ინფორმაციას, მედია აშუქებს უკვე არსებულ ინფორმაციას და მოვლენებს.
ერთგვარად ის აგრძელებს თავის ხაზს, რომ გარკვეული რეგულაციები მედიისთვის უნდა. უბრალოდ კანონში გადატანის ნაცვლად საუბრობს თვითრეგულირების მექანიზმების გაზრდაზე. ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი არის მისი მხრიდან, თუმცა ისევ და ისევ მედიის პასუხისმგებლობაზე აქცენტის გამახვილება, რა თქმა უნდა, არის არასწორი", – განაცხადა სიმონიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მედიისთვის რეგულაციების აუცლებლობაზე ისაუბრა. მანვე განაცხადა, რომ მედიამ აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება და უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია.
თაგები:





