
ავტორი
Front News საქართველო
მედიის წარმომადგენლები შსს-სთან აქციას მართავენ. შეკრებულები 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებების აქციის ორგანიზატორების დასჯას და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.
შსს-ს შენობასთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
“სწორედ ორგანიზატორები იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები 5 ივლისს. ისინი მართავდნენ პროცესს და აძლევდნენ ბრძანებებს, ვის როდის უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად.
სხვა გზა არ დაგვიტოვეს, დღეს ვმართავთ აქციებს. ალბათ, ახლა გომელაურის უწყებას ძალიან უნდა რცხვენოდეს, როცა ჩვენ მშვიდობიან, მდუმარე პროტესტს ვმართავთ და პასუხობს ასეთი საპოლიციო მობილიზებით. ეს არის ჩვენი და ლექსოს ღირსების საქმე. ამიტომ, ბოლომდე მივყვებით და ყველა აგებს პასუხს. ყველას მოუწევს თანამდებობიდან წასვლა”, – აცხადებს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
17 ივლისს მედიის წარმომადგენლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს