მედიის ცნობით, პუტინი უკრაინის ფრონტის ხაზზე “ბირთვულ სამხედრო მატარებელს” აგზავნის

ავტორი
Front News საქართველო
გამოცემა TIMES წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ “ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.
როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტი პუტინი აპირებს, აჩვენოს თავისი მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.
გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის “პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე“.
TIMES წერს, რომ ნატო-მ თავისი წევრები სავარაუდოდ, უკვე გააფრთხილა.





