მედვედევი – ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება


ავტორი
Front News საქართველო
უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს.
“ჩვენთან ზეიმია, მათთან: მძიმე ნარკოტიკები, დემენცია, ცინიზმი. ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს, შესანიშნავი იდეაა. უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ბიჭი აშკარად გაგიჟდა.
ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ახალი ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას არ აღიარებს.
ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ კარგი ადგილი რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებში ამერიკის საკონსულოს გასახსნელად.
სტოლტენბერგი: თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის სახელმწიფოდ გაქრება. რა ცინიკური ბიჭია – ბოლოს და ბოლოს, თუ არ გაჩერდება, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება”, – წერს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს