მედვედევი – მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის თავიდან არიდების გარანტი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის აზრით, მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის თავიდან არიდების გარანტი.
მისი თქმით, მსოფლიოს გლობალური ომისკენ დასავლეთის ქვეყნები უბიძგებენ.
“ცნობილი თეზის: “რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში”. რა ნიშნავს ის სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ, უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა, ანუ რუსეთისგან მათი გამოყოფა. ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას. ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მე-19 პუნქტის გამოსაყენებლად. და მაშინ ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით? ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის თავიდან არიდების გარანტი”, – წერს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს