Logo

მედვედევი – ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში

პოლიტიკა
453
Frontnews image description

მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველა პირობა არსებობს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში ჩავარდეს.

“ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, აიძულონ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ, თავხედურ ევროკავშირს, ნატოსა და პინდოსტანს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება”, – წერს დიმიტრი მედვედევი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები