
ავტორი
Front News საქართველო
ქართული კულტურა ძალიან ახლოს არის რუსეთთან და ხშირად აღიქმება როგორც საერთო საკუთრება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“ბუნებრივია, კარგია, ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. ეს არის უძველესი ხალხი, უძველესი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლობელი, რადგან ჩვენ მრავალი წელია, მეზობლად ვცხოვრობთ, მათ აქვთ დიდი დიასპორა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას უკავშირდება, გარკვეულწილად აღიქმება როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი.
თუ ინტერნეტში ეძებთ მწვადს ან რაიმე მსგავსს, მაშინ უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც სრულიად რუსული სამზარეულოს ნაწილი. იგივე ეხება მუსიკას და ელიტებს, მათ შორის კულტურულს.
ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება, მით უკეთესი“, – განაცხადა მედვედევმა.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს