მედვედევი – რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი არ დაუშვებს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოჩენას, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ ნატოს ქვეყნები აკონტროლებენ“, – წერს მედვედევი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, რუსული რეგულაციები მკაცრად ზღუდავს სიტუაციებს, როდესაც ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
მედვედევის თქმით, დასავლეთში “ბოლო დღეების თემა რუსული ბირთვული საფრთხეა“, მაგალითად, პოლიტიკოსები მუდმივად იმუქრებიან საშინელი შედეგებით, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
“რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ აგრესიის დროს გამოიყენება, ან ჩვეულებრივი იარაღი საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას”, – აცხადებს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს