მედვედევი უკრაინში მებრძოლ უცხოელებს “დენაციფიკაციით“ ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული მებრძოლის დენაციფიკაციაა საჭირო, თუ ისინი ცოცხლები გადარჩნენ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, “უკრაინის ხელისუფლება ფულის სანაცვლოდ “დაზიანებული ფსიქიკის მქონე პროფესიონალ მკვლელებს” იწვევს.
“ამიტომ, უკრაინაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც არ დანებდებიან ჩვენს სამხედრო ძალებს, თავიანთ ზედამხედველებთან ერთად უნდა დაექვემდებარონ პირველ რიგში დენაციფიკაციას. მათ მოუწევთ, პასუხი აგონ ამ ქმედებებისთვის, ცხადია, თუ ცოცხლები გადარჩებიან“, – განაცხადა მედვედევმა.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს