მედვედევი – ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე?


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ აღარ იარსებებს მსოფლიო რუკაზე, თუმცა “ეს ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია”.
“ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს, თავისი ოკეანის მიღმა პატრონებისგან ლენდ-ლიზით მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი ორი წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს უბრალოდ გაიყინება.
თუმცა არის კითხვა – ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ეს ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია, ისინი იმდენად არიან ჩართული პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის არაფერია“, – წერს მედვედევი.
თაგები:
მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს