მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, დიდთოვლობის გამო დახმარების საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
თაგები:
მაშველები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს