მეხანძრე-მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
“არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
მისამართზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თაგები:
ხანძარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს