
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უცნაური და გაუგებარია, რატომ ამბობს მელია უარს დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გირაოზე.
„უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, ახლა ამბობს არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, რომ ბოლომდე მოიხადოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების. მიუხედავად ამისა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო ვალდებულება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
თუ მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს და ჩვენ, „მმართველი გუნდი“ მზად ვართ მას ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაული, თუმცა არ გამიკვირდება, რომ ამაზეც უარი თქვას მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს